რაგბი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ილია სპანდერაშვილი გიორგი ცუცქირიძემ შეცვალა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ილია სპანდერაშვილი გიორგი ცუცქირიძემ შეცვალა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის მზადება 2 თებერვალს „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე დაიწყო.

ტურნირის პირველ მატჩს ქართველი მორაგბეები სტუმრად შვეიცარიის ნაკრებთან გამართავენ – თამაში ქალაქ ივერდონში 8 თებერვალს, 16:00 საათზე დაიწყება.

„ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში ერთი იძულებული ცვლილება განხორციელდა – ტრავმირებული ილია სპანდერაშვილის ნაცვლად, სამწვრთნელო შტაბმა გუნდში „შავი ლომიდან“ გიორგი ცუცქირიძეს უხმო, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 42 მატჩში ექვსი ლელო აქვს დადებული.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე (კლერმონი), ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), მამუკა მსტოიანი (აჟენი); ვანო კარკაძე (ოიონა), ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), ლუკა ნიორაძე (ორიაკი); ირაკლი აფციაური (ლიონი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე);

მეორე ხაზი: მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), თემურ წულუკიძე (ოიონა), დავით ლაგვილავა (პერპინიანი), გიორგი ჯავახია (ტულონი), გაგი მარგველაშვილი (რასინგი);

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), ბექა საღინაძე (ლიონი), ანდრო დვალი (პერპინიანი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი);

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), გელა აფრასიძე (პერპინიანი), გიორგი სპანდერაშვილი (შავი ლომი); ლუკა მატკავა (ოიონა), თედო აბჟანდაძე (ორიაკი);

ცენტრი: გიორგი კვესელაძე (გრენობლი), გიორგი შველიძე (ბრივი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), დავით ბარბაქაძე (ლიონი);

ფრთა: ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი);

ფულბეკი: დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), ოთარ მეტრეველი (შავი ლომი).

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე:

8 თებერვალი | შვეიცარია – საქართველო

15 თებერვალი | ნიდერლანდები – საქართველო

21 თებერვალია | საქართველო – ესპანეთი