რაგბი | საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გიორგი მელიქიძეს ბექა გიგაშვილი შეცვლის #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში გასამართი მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის მატჩებისთვის ემზადება.
„ბორჯღალოსნების“ გაფართოებულ შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. საფრანგეთის TOP 14-ის ბოლო ტურის მატჩში „სტად ფრანსეს“ ქართველმა ლეგიონერმა, გიორგი მელიქიძემ ტრავმა მიიღო და „ლა როშელთან“ მატის მე-11 წუთზე შეცვალეს.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, პიერ-ანრი ბრონკანმა მელიქიძის ნაცვლად გუნდში ბექა გიგაშვილი გამოიძახა, რომელიც ბოლო ტურში „პერპინიანთან“ მოედანზე 52-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა.
ნოემბერში საქართველოს ნაკრები სამივე თამაშს თბილისში გამართავს.
თამაშების განრიგი:
7 ნოემბერი, „ავჭალა“, 18:00 | საქართველო – კანადა;
14 ნოემბერი, „ავჭალა“, 18:00 | საქართველო – ტონგა;
21 ნოემბერი, „მიხეილ მესხი“, 18:00 | საქართველო – აშშ.