რაგბი | საქართველოს ნაკრების შეკრებას გიორგი ახალაძე შეუერთდა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტმატჩების სერიის ბოლო შეხვედრისთვის თბილისში, „შევარდენის“ სანაკრებიო ბაზაზე ემზადება – ბორჯღალოსნები“ 22 ნოემბერს მიხეილს მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრებში ერთი ცვლილებაა – გუნდს ფრანგული „კლერმონის“ შერკინების ბურჯი გიორგი ახალაძე დაემატა. ახალაძემ საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში რვა მატჩი ითამაშა და ოთხი ლელო გაიტანა.
იაპონიასთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტია – გამარჯვების შემთხვევაში „ბორჯღალოსნები“ რაგბის საერთაშორისო რეიტინგის მოწინავე 12 გუნდში დაიმკვიდრებენ ადგილს, რაც მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრის წინ მნიშვნელოვანი იქნება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
შერკინება: გიორგი მამაიაშვილი, ნიკოლოზ ხატიაშვილი, გიორგი ახალაძე, გიორგი თეთრაშვილი, ირაკლი აფციაური, ლუკა ჯაფარიძე, ბექა გიგაშვილი, კახა დარბაიძე, ვანო კარკაძე, ირაკლი ქვათაძე, შალვა მამუკაშვილი, ნიკა სუთიძე, გიორგი ჯავახია, მიხეილ ბაბუნაშვილი, ვლადიმერ ჩაჩანიძე, დავით ეფრემიძე, თემურ წულუკიძე, ბექა გორგაძე, ბექა საღინაძე, ილია სპანდერაშვილი, ლუკა ივანიშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, გაგა სინაურიძე, თორნიკე ჯალაღონია
უკანა ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, თენგიზ პერანიძე, ლუკა მატკავა, თედო აბჟანდაძე, გიორგი კვესელაძე, დემე თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, გიორგი შველიძე, ზურაბ ლუტიძე, აკაკი ტაბუცაძე, ალექსანდრე თოდუა, შალვა აფციაური, ლუკა ცირეკიძე, დავით ნინიაშვილი.