რაგბი | საქართველოს ნაკრები ზაფხულში სამხრეთ აფრიკასთან ტესტმატჩს ჩაატარებს #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს ნაკრები ზაფხულში სამხრეთ აფრიკასთან ტესტმატჩს ჩაატარებს #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2025 წლის ზაფხულში სამხრეთ აფრიკას ეწვევა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან ტესტმატჩს ჩაატარებს – შეხვედრა 19 ივლისს გაიმართება, მატჩის ჩატარების ადგილი და დრო მოგვიანებით დაზუსტდება.

„ბორჯღალოსნები“ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკას პირველად 2003 წელს, საქართველოსთვის პირველ მსოფლიო თასზე ეთამაშნენ და მეტოქეს სადებიუტო ლელო დაუდეს, თუმცა ავსტრალიაში გამარჯვება „ბოკეს“ დარჩა – 46:19.

მეორე შეხვედრა 2021 წელს გაიმართა – 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონმა „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკაში მიიწვია ტესტმატჩის გასამართად. ტიტულის მოპოვების შემდეგ ეს მათთვის პირველი თამაში იყო – პრეტორიაში მასპინძლებმა 40:9 გაიმარჯვეს.

2025 წლის 19 ივლისს ეს გუნდები ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდებიან.