რაგბი | საქართველოს ნაკრები საერთაშორისო სერიის მესამე მატჩს ირლანდიასთან გამართავს – მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში იმყოფება და საერთაშორისო სერიის მატჩებს მართავს. უმცროსი „ბორჯღალოსნები“დასკვნით შეხვედრას 15 აგვისტოს, 15:30 საათზე ირლანდიის ნაკრებთან გამართავს.
ირლანდიასთნ თამაშისთვის საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა და ტურნირის მოგებით დასრულებას შეეცდება – ქართველმა მორაგბეებმა სამხრეთ აფრიკაში ორი მატჩი გამართეს – ინგლისთან 33:66, ხოლო სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან 0:20 დამარცხდნენ.
ასევე ორი მარცხით ხვდება საქართველოს ნაკრებთან მატჩს ირლანდიის გუნდიც, რომელმც სამხრეთ აფრიკასთან 31:32 და 15:51 წააგო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ალექსანდრე მამაიაშვილი, 13. დავით ახვლედიანი, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. რეზი ცხვედიანი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;
შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. იაგო ღუდუშაური, 4. საბა გიორგიძე, 5. ნიკოლოზ ხარებავა, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. გიორგი სუთიაშვილი, 8. მათე ბერუაშვილი (კაპ.).
სათადარიგოები: 16. საბა ჯიბღაშვილი, 17. საბა მერებაშვილი, 18. გიორგი ბერძენიშვილი, 19. ნიკოლოზ ფანცულაია, 20. ნიკა ჯანგულაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. გოგა ბერიძე; 24. ბართლომე ხამაშურიძე 25. ლუკა მუშკუდიანი, 26. ლუკა შულაია.