რაგბი | საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტმატჩებს ბათუმსა და თბილისში გამართავს #1TVSPORT

13:25, 13.10.2025

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბერში სამ ტესტმატჩს ჩაატარებს – „ბორჯღალოსნები“ 8 ნოემბერს აშშ-ის ნაკრებს ეთამაშებიან, 15-ში – კანადას, ხოლო 22 ნოემბერს იაპონიას შეხვდებიან.

სამივე მატჩი საქართველოში გაიმართება – აშშ-სა და კანადას ქართველი მორაგბეები ბათუმში უმასპინძლებენ, ორივე მატჩი 16:00 საათზე დაიწყება. იაპონიასთან თამაში კი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეა დაგეგმილი.

მსგავსი