რაგბი | საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე პირველ მატჩს რუმინეთთან ჩაატარებს - სრული კალენდარი ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე პირველ მატჩს რუმინეთთან ჩაატარებს - სრული კალენდარი ცნობილია #1TVSPORT

2027 წლის პირველი ოქტომბერს ავსტრალიაში რაგბის მსოფლიო თასი დაიწყება, რომელიც 13 ნოემბრამდე გასტანს. ტურნირში ისტორიაში პირველად 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები სამხრეთ აფრიკის, რუმინეთისა და იტალიის ნაკრებები იქნებიან. მომდევნო ეტაპის საგზურს ჯგუფის პირველ-მეორე ადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს.

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ტურნირის კალენდარი და გამოაქვეყნა – „ბორჯღალოსნები“ პირველ მატჩს რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარებენ.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი მსოფლიო თასზე:

3 ოქტომბერი, თაუნსვილი, 14:15 | საქართველო – რუმინეთი;

10 ოქტომბერი, ბრისბენი, 10:45 | სამხრეთ აფრიკა – საქართველო;

17 ოქტომბერი, ნიუკასლი, 05:15 | იტალია საქართველო.