რაგბი | საქართველოს ნაკრები ირლანდიასთნ ტესტმატჩში დამარცხდა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს ნაკრები ირლანდიასთნ ტესტმატჩში დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის ტესტმატჩების სერიის პირველი შეხვედრა თბილისში ირლანდიის ნაკრებთან გამართა.


საქართველო – ირლანდია 5:34


საქართველო

ლელო: ჯალაღონია

ირლანდია

ლელო: ტ. ობრაიანი (2), კეისი, ტიმონი

გარდასახვა: ს. პრენდერგასტი (4)

ჯარიმა: პრენდერგასტი (2)

ირლანდიელებმა თამაში მაღალ ტემპში დაიწყეს და 10 წუთში ორი ლელოს დადება მოახერხეს – ტომი ობრაიანმა დუბლი შეასრულა, სემ პრენტერგასტმა კი ორივე ლელო ზუსტად გარდასახა.

თამაში ირლანდიელთა უპირატესობით გაგრძელდა, თუმცა ტაიმის ბოლოს, ე.წ. „გაწითლებულ დროში“ თორნიკე ჯალაღონიამ ერთი ლელოს გაქვითვა მოახერხა.

მეორე ტაიმი, პირველის მსგავსად, ირლანდიელების სწრაფი ლელოთი დაიწყო. მატჩის ბოლომდე სტუმრებმა კიდევ ერთი ლელო დადეს, ორი საჯარიმო გაიტანეს და საბოლოოდ 34:5 მოიგეს.

ამ მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც 12 ივლისს ადგილობრივ ფრენჩაიზს, „ჩიტაზს“ დაუპირისპირდება, 19 ივლისს კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს შეხვდება.