რაგბი | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე გამოსვლას 11 აპრილს შოტლანდიასთან მატჩით დაასრულებს - მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT
საფრანგეთის ქალაქ ვიშში დასასრულს უახლოვდება ექვსი ერის ფესტივალი 18-წლამდელ მორაგბეთა შორის.
საქართველოს ნაკრები ტურნირზე გამოსვლას 11 აპრილს შოტლანდიასთნ მატჩით დაასრულებს, რომელიც თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა ამ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა:
საქართველოს ნაკრები:
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ბართლომე ხამაშურიძე, 13. ალექსანდრე მამაიაშვილი, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. რეზი ცხვედიანი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;
შერკინება: 1. გიორგი ბერძენიშვილი, 2. სანდრო გამყრელიძე, 3. იაგო ღუდუშაური, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. საბა ჯინჭველაშვილი, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. მათე ბერუაშვილი (კაპ.), 8. ლუკა შულაია.
მარქაფა: 16. საბა გოგრიჭიანი, 17. საბა მერებაშვილი, 18. გეგა გიორგობიანი, 19. ნიკოლოზ ხარებავა, 20. გიორგი სუთიაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ატო ლიპარტელიანი, 23. ნიკოლოზ ლაგვილავა, 24. გოგა ბერიძე, 25. გიორგი კუპრეიშვილი, 26. ნიკა ჯანგულაშვილი.
გუნდები ფესტივალზე პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან. საქართველო პირველ ტურში მასპინძელ საფრანგეთთან 22:49 დამარცხდა, ხოლო შემდეგ ინგლისის ნაკრებთან ხუთი ლელოს დადება მოახერხა, მაგრამ გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა – 31:35.
შოტლანდიამ ჯერ უელსთან – 15:34, ხოლო შემდეგ იტალიასთან 19:23 წააგო.
ფესტივალზე ცვლილებები ულიმიტოა და თამაშის შესაძლებლობა განაცხადში მყოფ 26-ივე მოთამაშეს მიეცემა.