რაგბი | საქართველოს ნაკრები „ჩიტაზთან“ შეცვლილი შემადგენლობით და ახალი კაპიტნით ითამაშებს #1TVSPORT
11 ივლისს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის მეორე შეხვედრაში, ბლუმფონტეინში სამხრეთაფრიკულ ფრენჩაიზს, „ჩიტაზს“ დაუპირისპირდება. თამაში საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ირლანდიასთან თბილისური მატჩის შემდეგ სრულად შეიცვალა სასტარტო შემადგენლობა, რაზეც მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა ადრევე განაცხადა. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა ოფიციალური ტესტმატჩების კატეგორიას არ მიეკუთვნება და, შესაბამისად, მასში მონაწილე მორაგბეებს სანაკრებო კეპები არ მიენიჭებათ.
კოკერილის გადაწყვეტილებით, შემადგენლობაში სამი დებიუტანტი იქნება – ფრთა ოთარ მეტრეველი, მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე და კვაჭი ვახტანგ ჯინჭარაძე „ბორჯღალოსნების“ ფორმას პირველად მოირგებენ.
„ჩიტაზთან“ გუნდს თედო აბჟანდაძე უკაპიტნებს, რომელიც ნაკრების ისტორიაში 37-ე კაპიტანია.

საქართველოს შემადგენლობა „ჩიტაზთან“ მატჩში:
ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. შალვა აფციაური (შავი ლომი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი ხაინდრავა (ბორდო), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, კაპ), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);
შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. გუგა ღანიაშვილი (შავი ლომი), 5. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), 6. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 8. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი).
მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე (მონტობანი), 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. ლუკა მატკავა (კასტრი), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი).