რაგბი | საქართველოს ნაკრები 5 ივლისს ირლანდიასთან ტესტმატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს ნაკრები 5 ივლისს ირლანდიასთან ტესტმატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის პირველ ტესტმატჩს ირლანდიასთან თბილისში გამართავს. გადაწყდა, რომ ეს შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

ირლანდიის ნაკრები ტიერ 1-ის მესამე გუნდია (შოტლანდიისა და იტალიის შემდეგ), რომელიც საქართველოში ჩამოვა.

ირლანდიელებთან თამაშის შემდეგ „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან და 12 ივლისს ე.წ. „გასახურებელ“ მატჩს ბლუმფონტეინში ადგილობრივ ფრენჩაიზ „ტოიოტა ჩიტასთან“ გამართავენ, 19-ში კი ნელსპრუიტში, „მბომბელას“ სტადიონზე, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

„ირლანდიასთან მატჩი ძალიან სასარგებლო იქნება. წელს საუკეთესო ზაფხულის ტესტები გველის ორ ყველაზე ძლიერ ნანკრებთან, რაც სარაგბო ერების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა.