რაგბი | საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა თასისთვის მზადებას იწყებს - მთავარი მწვრთნელის პოსტზე პიერ-ანრი ბრონკანის დებიუტი მონტევიდეოში შედგება #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა თასისთვის მზადებას იწყებს - მთავარი მწვრთნელის პოსტზე პიერ-ანრი ბრონკანის დებიუტი მონტევიდეოში შედგება #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, ივლისში გასამართი მსოფლიო რაგბის ერთა თასის სამი შეხვედრისთვის გაფართოებული, 40-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

„ბორჯღალოსნები“ შეკრებას 22 ივნისს დაიწყებენ, პირველ თამაშს კი 4 ივლისს, მონტევიდეოში, ურუგვაის ნაკრებთან გამართავენ, სადაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგი პიერ-ანრი ბრონკანის ოფიციალური დებიუტი შედგება.

მომდევნო მატჩს ქართველი მორაგბეები 11 ივლისს ჩილეში, ვინა დელ მარიში, სამოასთან გამართავენ. სამხრეთამერიკულ ტურნეს კი 18 ივლისს ლა სერენაში, მასპინძელ ჩილესთან მატჩით დაასრულებენ.

ამ თამაშებისთვის ბრონკანის სამწვრთნელო შტაბმა 40-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელთაგან 24 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა. გამოძახებულთა შორის ექვსი პოტენციური დებიუტანტია – საბა ფესვიანიძე, რატი ზაზაძე, გიორგი სინაურიძე, დავით იმნაძე, ხვიჩა ჯგერენაია და რომა მახათაძე.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ერთა თასის მატჩებისთვის:

პირველი ხაზი: გიორგი ახალაძე („კლერმონი“), გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ 92“), ნიკა აბულაძე („მონპელიე“), ნიკოლოზ სუთიძე („ლა როშელი“), ლუკა პეტრიაშვილი („ნევერი“), ვახტანგ ჯინჭარაძე („შავი ლომი“), ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“), ბაჩუკი ჭუმბაძე („ექსეტერი“), გიორგი პერტაია („გრენობლი“);

მეორე ხაზი: ლადო ჩაჩანიძე („მონ დე მარსანი“), მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“), კოტე მიქაუტაძე („ბრივი“), გიორგი ჯავახია („ტულონი“), საბა ფესვიანიძე („ბურგუენი“), თემურ წულუკიძე („ოიონა“);

მესამე ხაზი: ლუკა ივანიშვილი („ბრისტოლი“), ილია სპანდერაშვილი („ვალანსი“), თორნიკე ჯალაღონია („პროვანსი“), იოანე იაშაღაშვილი („მონ დე მარსანი“), რატი ზაზაძე („ნევერი“), ბექა შვანგირაძე („ლიონი“), ანდრო დვალი („პერპინიანი“), ოთარ გიორგაძე („შავი ლომი“), გიორგი სინაურიძე („შავი ლომი“);

ჰავბეკი: ვასილ ლობჟანიძე („ოიონა“), მიხეილ ალანია („ვანი“), თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“);

მგეზავი: თედო აბჟანდაძე („ორიაკი“), ლუკა მატკავა („ოიონა“), დავით იმნაძე („წიქარა“);

ცენტრი: გიორგი კვესელაძე („შავი ლომი“), გიორგი შველიძე („ბრივი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), გიორგი ხაინდრავა („ბორდო“), ხვიჩა ჯგერენაია („ტიმიშუარა“);

ფრთა: აკაკი ტაბუცაძე („შავი ლომი“), რომა მახათაძე („შავი ლომი“), შალვა აფციაური („შავი ლომი“);

ფულბეკი: დავით ნინიაშვილი („ლა როშელი“), ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“).