რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტმატჩი გამართა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტმატჩი გამართა #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტმატჩი გამართა და 12:27 დამარცხდა.

პირველ ტაიმში სამხრეთფრიკელებმა სამი ლელოს დადება მოახერხეს, რასაც ქართველმა მორაგბეებმა ერთით უპასუხეს (ხელაძე) და ტაიმი სტუმრებმა 15:5 მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ერთი ლელო დადეს (დვალი), რომელიც ზუსტად გარდასახეს და სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს, მაგრამ დარჩენილ დროში მეტოქემ ორი ლელოს დადება შეძლო და საბოლოოდ შეხვედრაც მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა 23 თებერვალს გაიმართა და სამხრეთ აფრიკის გამარჯვებით, 38:29 დასრულდა.