რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩი გამართა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან მეორე საკონტროლო მატჩი გამართა და 5:35 დამარცხდა.
უმცროსი „ბორჯღალოსნებიდან“ ერთადერთი ლელო ნიკოლოზ ხალვაშმა დადო.
20-წლამდელთა ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ სამხრეთ აფრიკასთან კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა და 0:35 დამარცხდა.
უმცროსი „ბორჯალოსნები“ 20-წლამდელთა მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, რომელიც 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველოში გაიმართება – თამაშებს თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებს.