რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა მეთორმეტე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე დასკვნითი მატჩი (მე-11 ადგილისთვის) ფიჯისთან გამართა.
საქართველო – ფიჯი 10:30
საქართველო:
ლელო: შიოშვილი, სალდაძე
ფიჯი
ლელო: სატალა, კოროი, კოროინავაი, ვაგადაი
გარდასახვა: მორისი, ლედუა
ჯარიმა – ლედუა (2)
ფიჯელებმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნეს, შემდეგ კიდევ ორი ლელოს დადება მოახერხეს (მხოლოდ ერთი გარდასახეს) და პირველი ტაიმი 17:0 მოგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში ქართველმა მორაგბეებმა ერთი ლელო გაქვითეს, ამას დაემატა ისიც, რომ არბიტრმა ფიჯის ორი მოთამშე სინბინში გაუშვა და თითქოს თამაშში დაბრუნების შანსი გაჩნდა, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა“ რიცხვობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლეს, ფიჯელებმა კი ორი საჯარიმო დარტყმა გაიტანეს და უპირატესობა კიდევ გაზარდეს – 23:5.
70-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ლელო დადო და ანგარიშში სხვაობა შეამცირა. ფიჯელები კიდევ ერთხელ დარჩნენ კაცნაკლულნი, მაგრამ ვერც ამჯერად ვისარგებლეთ უპირატესობით, პირიქით, ლელო მივიღეთ და საბოლოოდ 10:30 დავმარცხდით.
შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამოსვლა მე-12 ადგილზე დაასრულა, მე-11 ადგილი კი წილად ფიჯის ნაკრებს ხვდა.