რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მზადება გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მზადება გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდე მორგაბეთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა და 20-წლამდელთა შორის 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგა.

20-წლამდელთა ჩემპიონატს წელს 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით იტალია უმასპინძლებს. თამაშები ოთხ ქალაქში – კალვიზანოში, როვიგოში, ვერონასა და ვიადანაში გაიმართება.

საქართველო C ჯგუფში მოხვდა. უმცროსი „ბორჯღალოსნების“ თამაშების განრიგი ასეთია:

29 ივნისი, კალვიზანო | საქართველო – ირლანდია;

4 ივლისი, ვიადანა | საქართველო – ახალი ზელანდია;

9 ივლისი, კალვიზანო | საქართველო – იტალია.

ნახევარფინალური მატჩი 14 ივლისს ვერონაში ან ვიადანაში გაიმართება, ხოლო ფინალური თამაშები 19 ივლისს კალვიზანოსა და როვიგოში ჩატარდება.

20-წლამდელთა ჩემპიონატზე A ჯგუფში ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია მოხვდნენ, ხოლო B ჯგუფში – საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში ამჟამად 45 მორაგბეა (28 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშე), რომელთაც მოგვიანებით ლეგიონერები – მიხეილ შიოშვილი („ტულონი“), ლუკა საღინაძე („ლიონი“) და გიორგი ხაინდრავა („ბორდო“) დაემატებიან, გუნდს ასევე დავით ბარამია („ტულონი“) და ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“) შეუერთდებიან, რომლებიც ამჟამად 18-წლამდელებთან ერთად ექვსი ერის ფესტივალზე თამაშობენ.

იტალიაში გამგზავრებამდე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 14 ივნისს „ავჭალაზე“ ინგლისელ თანატოლებთან ამხანაგურ თამაშს გამართავენ.

უმცროსი ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა:

შერკინება: ბაჩუკი ბარათაშვილი („აია“), ალიკა ბაჩოშვილი („ვეფხვები“), არჩილ ნოზაძე („აჟენი“), გიორგი ტურაშვილი („იფსვიჩი“), ლევან ეზიეშვილი („კლერმონი“), შოთა ხელაძე („ლელო“), მიხეილ ხახუბია („ლელო“), ირაკლი უსუბიანი („სურენსი“), ბექა ნეფარიძე („ხვამლი“), გიორგი კაკალიაშვილი („ვალო“), მათე ღურწკაია („კასტრი“), გიორგი მესხიძე („პერპინიანი“), ნიკოლოზ ქუმარიტოვი („ორიაკი“), გიორგი ძაგანია („ნარბონი“), თემურ წულუკიძე („ოიონა“), დავით ლაგვილავა („გრენობლი“), ლევან კეპულაძე („ბორდო“), ცოტნე ცხოვრებაძე („ხვამლი“), დათა ჭილაია („ლელო“), ანდრო დვალი („პერპინიანი“), დავით წიკლაური („ხვამლი“), გიორგი ხუროშვილი („ლელო“), ნიკა აბესაძე („ლელო“), ლუკა ნარსია („აია“), საბა ლაღაძე („აია“), გიორგი ბოჩიკაშვილი („ხვამლი“), საბა ნებიერიძე („ოზურგეთი“), დავით არჩვაძე („ლელო“);

ხაზი: თემურ ძოძუაშვილი („აია“), გიორგი ჭელიძე („აია“), ბუბა ნოზაძე („ბათუმი“), გიორგი ჯაში („არმია“), გიგი სირბილაძე („ლელო“), სანდრო სესიაშვილი („არმია“), ნუგზარ ქევხიშვილი („ლელო“), სანდრო მესხიძე („არმია“), გიორგი ბოლქვაძე („ლელო“), ტარიელ ბურთიკაშვილი („ვეფხვები“), ლუკა კეშელავა („არმია“), საბა შარვაშიძე („აია“), გივი სოსელია („ხვამლი“), ანზორ სარალიძე („აია“), ლუკა თაყაიშვილი („ხვამლი“), ანდრია ნიქაბაძე („წიქარა“), გიგა ყიფშიძე („ხვამლი“).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია