რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად დასკვნითი შეკრება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრების გაფართოებულმა შემადგენლობამ „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება დაიწყო.
სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში 37 მორაგბეა, მათგან 23 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. მწვრთნელები ტურნირისთვის საბოლოოდ 30 მორაგბეს შეარჩევენ, რომელთა ვინაობაც 16 ივნისს გახდება ცნობილი.
მსოფლიო თასის დაწყებამდე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ რუსთავში ორ „გასახურებელ“ თამაშს ჩაატარებენ – 16 ივნისს აშშ-ის 20-წლამდელთა გუნდთან, 22 ივნისს კი – ახალ ზელანდიასთან.
20-წლამდელთა შორის მსოფლიო თასს 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებენ.
სამხრეთ აფრიკაში გამართული საერთაშორისო სერიის შემდეგ გაფართოებულ შემადგენლობას გიორგი ტურაშვილი, ნიკოლოზ ბალანჩივაძე, ანრი შველიძე, საბა ნოზაძე, ანდრია ბილანიშვილი, დავით ბარამია, ლუკა საღინაძე, მიხეილ შიოშვილი, გიორგი ხონელიძე, გიგი სირბილაძე და დავით ბარბაქაძე დაემატნენ. სულ შემადგენლობაში 15 ლეგიონერია, დანარჩენები კი ქართულ კლუბებს წარმოადგენენ.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
შერკინება: გიორგი ტურაშვილი („კასტრი“), დაჩი ჭელიძე („ლელო“), ნიკოლოზ ბალანჩივაძე („ორიაკი“), ლუკა იასეშვილი („ხარები“), დავით არჩვაძე („ლელო“), ანრი შველიძე („ბრივი“), ნიკოლოზ ღარიბაშვილი („ყაზბეგი“), გიორგი აღნიაშვილი („კარკასონი“), ლევან ეზიეშვილი („მონტობანი“), არჩილ ნოზაძე („აჟენი“), საბა ნოზაძე („ნევერი“), გაბრიელ რაზმაძე („ორიაკი“), ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“), ანდრია ბილანიშვილი („ლელო“), დავით ბარამია („ტულონი“), გიორგი მეფარიშვილი („აია“), თორნიკე ტორაძე („აია“), ლუკა ნარსია („აია“), ლუკა საღინაძე („ლიონი“), გიორგი ზაზაძე („ხარები“), გიორგი არძენაძე („კოლხი რაინდები“), ირაკლი ყოლბაია („ლელო“,), მიხეილ შიოშვილი („ტულონი“);
ხაზი: გიორგი ხონელიძე („ტულონი“), დაჩი წიკლაური („ხვამლი“), თემურ ძოძუაშვილი („აია“), მათე მახარაძე („ხვამლი“), გიგი სირბილაძე („ოიონა“), ლეონიდე სალდაძე („ლოკომოტივი“), დავით ბარბაქაძე („ლიონი“), დემეტრე დევდარიანი („ლელო“), დათა ახვლედიანი („ლელო“), ავთანდილ ზვიადაძე („აია“), ლუკა ტაბატაძე („არმია“), საბა ნატროშვილი („არმია“), ნიკოლოზ ხალვაში („ლელო“), დათა არობელიძე („არმია“).
მთავარი მწვრთნელი: ვიტო კოლელიშვილი
მწვრთნელები: მიხეილ ნარიაშვილი, გიორგი ბეგაძე, თორნიკე ბუბუტეიშვილი, რატი შანიძე