რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის ითამაშებს #1TVSORT
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეცხრე ადგილისთვის პლეი ოფის მატჩში ესპანეთი 43:12 დაამარცხა.
საქართველო – ესპანეთი 43:12
საქართველო
ლელო: მიხეილ შიოშვილი (3), სანდრო მესხიძე, გიორგი არძენაძე. შოთა ხელაძე, ნუგზარ ქევხიშვილი
გარდასახვა: ლუკა თაყაიშვილი (2), გიორგი ჯაში (2)
ესპანეთი
ლელო: უნაქსი ზურიარანი, პალაიო სერანო
გარდასახვა: გონსალო ოტამენედი
უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყეს, პირველ ტაიმში მეტოქეს ოთხი ლელო დააუდეს. ბოლო წუთზე ესპანელებმა ერთი ლელო გაქვითეს და საქართველოს ნაკრებმა ტაიმი 24:7 მოიგო.
ქართველი მორაგბეები უპირატესობას მეორე ტაიმშიც ფლობდნენ, მეტოქეს კიდევ სამი ლელო დაუდეს და საბოლოოდ შეხვედრაც მოიგეს – 43:12.
მეცხრე ადგილისთვის მატჩს საქართველოს ნაკრები 19 ივლისს ირლანდიისა და შოტლანდიის მატჩში გამარჯვებულთან ჩაატარებს.