რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები თებერვალში სამხრეთ აფრიკასთან ორ ტესტ-მატჩს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები თბილისში ორ ტესტ-მატჩს გამართავს – უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 2026 წლის 22 და 27 თებერვალს სამხრეთ აფრიკის ნაკრებს უმასპინძლებენ.
20-წლამდელთა ნაკრები ზაფხულში გასამართი მსოფლიოს თასისთვის ემზადება, რომელიც საქართველოში გაიმართება და ეს მატჩები ამ ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპის შემადგენელი ნაწილია.
სამხრეთ აფრიკასთან მატჩებში უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვიტო კოლელიშვილის დებუტი შედგება.
20-წლამდელთა ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული და მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა საქართველოს შარშან თებერვალშიც სტუმრობდა – მაშინ მეტოქემ სერიის ორივე შეხვედრა მოიგო – 38:29 და 27:12.