რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში სამ მატჩს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მაისში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და საერთაშორისო სერიის ფარგლებში სამ თამაშს გამართავს.
საერთაშორისო სერიაში, საქართველოს გარდა, მასპინძელი სამხრეთ აფრიკა, ფიჯი და ჩილე ითამაშებენ.
ტურნირის მონაწილე სამივე ნაკრები 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს – მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.
მსოფლიო თასზე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ A ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქეები სამხრეთ აფრიკის, უელსისა და ურუგვაის ნაკრებები იქნებან.
სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა საერთაშორისო სერიის განრიგი:
21 მაისი
საქართველო – ფიჯი
სამხრეთ აფრიკა – ჩილე
26 მაისი
ჩილე – საქართველო
სამხრეთ აფრიკა – ფიჯი
31 მაისი
ფიჯი – ჩილე
სამხრეთ აფრიკა – საქართველო