რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო სერიის სამ მატჩს გამართავს. სამწვრთნელო შტაბმა 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

გუნდში 17 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშეა, მათ შორის ექვსი ლეგიონერია, დანარჩენები კი ქართულ კლუბებს წარმოადგენენ.

სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაში, საქართველოს გარდა, მასპინძელი სამხრეთ აფრიკა, ფიჯი და ჩილე ითამაშებენ. შეხვედრები ქეიფთაუნში, „სიტი პარკზე“ გაიმართება.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

შერკინება: აჩი ნოზაძე („აჟენი“), დაჩი ჭელიძე („ლელო“), ლუკა იასეშვილი („ხარები“), დავით არჩვაძე („ლელო“), ნიკოლოზ ღარიბაშვილი („ყაზბეგი“), გიორგი აღნიაშვილი („კარკასონი“), ლევან ეზიეშვილი („მონტობანი“), ნიკოლოზ კუმარიტოვი („ორიაკი“), გაბრიელ რაზმაძე („ორიაკი“), პაატა ჩაკვეტაძე („აია“), ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“), გიორგი მეფარიშვილი („აია“), თორნიკე ტორაძე („აია“), ირაკლი ყოლბაია („ლელო“), ლუკა ნარსია („აია“), გიორგი ზაზაძე („ხარები“), გიორგი არძენაძე („კოლხი რაინდები“);

ხაზი: დაჩი წიკლაური („ხვამლი“), გოგა უშვერიძე („აია“), თემურ ძოძუაშვილი („აია“), დემეტრე დევდარიანი („ლელო“), მათე მახარაძე („ხვამლი“), ლეონიდე სალდაძე („ლოკომოტივი“), დათა ახვლედიანი („ლელო“), საბა შარვაშიძე („აია“), დათა არობელიძე („არმია“), ნიკა ხალვაში („ლელო“), ავთანდილ ზვიადაძე („აია“), ლუკა ტაბატაძე („არმია“), საბა ნატროშვილი („არმია“).

მთავარი მწვრთნელი: ვიტო კოლელიშვილი

თამაშების განრიგი:

21 მაისი. ხუთშაბათი

საქართველო – ფიჯი

სამხრეთ აფრიკა – ჩილე

26 მაისი. სამშაბათი

ჩილე – საქართველო

სამხრეთ აფრიკა – ფიჯი

31 მაისი. კვირა

ფიჯი – ჩილე

სამხრეთ აფრიკა – საქართველო

უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, რომელსაც 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებენ.