რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები რუსთავში ახალ ზელანდიასა და აშშ-ს ეთამაშება #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები რუსთავში ახალ ზელანდიასა და აშშ-ს ეთამაშება #1TVSPORT

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ რუსთავში ორ გასახურებელ თამაშს გამართავენ – საქართველოს ნაკრები 16 ივნისს – აშშ-ს, ხოლო 22 ივნისს ახალ ზელანდიას ეთამაშება და ამ მატჩებით მსოფლიო თასისთვის მზდებას დაასრულებს.

ამ შეხვედრებამდე საქართველოს ნაკრები მაისში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო სერიაში მიიღებს მონაწილეობას და სამ თამაშს ჩაატარებს:

21 მაისი

საქართველო – ფიჯი

სამხრეთ აფრიკა – ჩილე

26 მაისი

ჩილე – საქართველო

სამხრეთ აფრიკა – ფიჯი

31 მაისი

ფიჯი – ჩილე

სამხრეთ აფრიკა – საქართველო

20-წლამდელთა შორის მსოფლიო თასის მატჩები 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.