რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასზე მეთერთმეტე ადგილისთვის ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მეცხრე ადგილის ნახევარფინალური მატჩი იტალიის გუნდთან გამართა.
საქართველო – იტალია 19:43
საქართველო
ლელო: ძოძუაშვილი, რაზმაძე, აღნიაშვილი
გარდასახვა ხალვაში (2)
იტალია
ლელო: ვილსონი (2), გუამფი, ჩელი (2), ნოველისი
გარდასახვა: ანდრეტი (5)
ჯარიმა: ანდრეტი
მატჩის საწყის 10 წუთში იტალიის ნაკრებმა სამი ლელო დადო და შემდეგ უკვე ქართველ მორაგბეებს თამაშის შემობრუნება გაუჭირდათ.
პირველ ტაიმში მეტოქემ ექვსჯერ მოახერხხა ჩვენს ჩათვლის მოედანში ბურთის დამიწება, რასაც უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ორი ლელოთი უპასუხეს და ტაიმი იტალიამ 43:14 მოიგო.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ერთი ლელოთი შეამცირა სხვაობა, საბოლოოდ კი იტალიელებმა უპირატესობის შეინარჩუნეს და თამაშიც მათი გამარჯვებით დასრულდა. შესაბამისად, საქართველო ნაკრები 18 ივლისს მე-11 ადგილის ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე ირლანდიისა და ფიჯის ნაკრებების მატჩში დამარცხებული იქნება.
20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი წარმოგიდგენთ.