რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასზე დღეს ურუგვაის ეთამაშება – პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
თბილისსა და ქუთასიში მიმდინარე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასზე 7 ივლისს ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართება.
საქართველოს ნაკრები ჯგუფის დასკვნით მატჩს ურუგვაისთან გამართავს, შეხვედრა „ავჭალის“ სტადიონზე 20:30 დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსა და ურუგვაის ნაკრებებმა ორივე თამაში წააგეს და ურთიერთშეხვედრაში უნდა გადაწყვიტონ, მსოფლიო თასზე რომელი ადგილისთვის გააგრძელებენ ბრძოლას – გამარჯვებულები – მეცხრე-მეთორემეტე, დამარცხებულები კი მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის ნახევარფინალში ითამაშებენ. მატჩები ქუთაისში, „აია არენაზე“ 12-13 ივლისს გაიმართება.
მესამე ტურის განრიგი:
მესამე ტური. 7 ივლისი
13:00 – თბილისი, „ავჭალა“ | ირლანდია – აშშ (C)
15:30 – თბილისი, „ავჭალა“ | არგენტინა – ინგლისი (C)
18:00 – თბილისი, „ავჭალა“ | სამხრეთ აფრიკა – უელსი (A)
20:30 – თბილისი, ავჭალა“ | საქართველო – ურუგვაი (A)
13:00 – ქუთაისი, „აია არენა | ახალი ზელანდია – იტალია (B)
15:30 – ქუთაისი, „აია არენა“ | შოტლანდია – იაპონია (B)
18:00 – ქუთაისი, „აია არენა“ | საფრანგეთი – ავსტრალია (D)
20:30 – ქუთაისი, „აია არენა“ | ესპანეთი – ფიჯი (D)