რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასზე ახალ ზელანდიას ეთამაშება - სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართელოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრას ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართავს – მატჩი იტალიის ქალაქ ვიადანაში 4 ივლისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ახალ ზელანდიასთან შეხვედრისთვის უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ირალანდიასთან პირველი ტურის მატჩის შემდეგ რამდენიმე ცვლილებაა.
ცენტრში, დათა ახვლედიანის ნაცვლად, თამაშს სანდრო მესხიძე დაიწყებს, ხოლო ფრთაზე ტარიელ ბურთიკაშვილს საბა შარვაშიძე შეცვლის. კვაჭის პოზიციაზე მიხეილ ხახუბია – შოთა ხელაძემ, ხოლო მესამე ხაზში ლუკა ნარსია ნიკა აბესაძემ შეცვალა.
სათდარიგოთა შორის ბურჯის პოზიციაზე გიორგი ძაგანია იქნება, ხოლო მესამე ხაზში – გიორგი არძენაძე. ხაზში გუნდს „არმიელები“ – გიორგი ჯაში და სანდრო სესიაშვილი გააძლიერებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ახალ ზელანდიასთან:
ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი („ხვამლი“), 14. ლუკა კეშელავა („არმია“), 13. სანდრო მესხიძე („არმია“), 12. ნუგზარ ქევხიშვილი („ლელო“), 11. საბა შარვაშიძე („აია“), 10. გიგი სირბილაძე („ლელო“), 9. გიორგი სპანდერაშვილი („შავი ლომი“).
შერკინება: 1. ბაჩუკი ბარათაშვილი („აია“), 2. შოთა ხელაძე („ლელო“), 3. მათე ღურწკაია („კასტრი“), 4. თემურ წულუკიძე („ოიონა“), 5. გაგი მარგველაშვილი („რასინგი“), 6. ნიკა აბესაძე („ლელო“), 7. ანდრო დვალი („პერპინიანი“, კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი („ტულონი“).
სათადარიგოები: 16. მიხეილ ხახუბია („ლელო“), 17. არჩილ ნოზაძე („აჟენი), 18. გიორგი ძაგანია („ნარბონი“), 19. დავით ბარამია („ტულონი“), 20. გიორგი არძენაძე („ბათუმი“); 21. თემურ ძოძუაშვილი („აია“), 22. გიორგი ჯაში („არმია“), 23. სანდრო სესიაშვილი („არმია“).
პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან 28:35 დამარცხდა, თუმცა 4 ლელოს დადებისა და რვა ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის ორი ბონსუქულა მოიპოვა, ახალმა ზელანდიამ კი მასპინძელი იტალია 14:5 დაამარცხა.