რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეთერთმეტე ადგილისთვის ფიჯის გუნდს დაუპირისპირდება #1TVSPORT

22:50, 13.07.2026

საქართველოში მიმიდინარე 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები მეცხრე ადგილის ნახევარფინალში იტალიასთან დამარცხდა 19:43 და მეთერთმეტე ადგილისთვის ითამაშებს – უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მეტოქე გადამწყვეტ მატჩში ფიჯის ნაკრები იქნება, რომელიც ნახევარფინალში ირლანდიელ 20-წლამდელებს შეხვდა და 19:24 წააგო.

საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების მატჩი 18 ივლისს ქუთაისში, „აია არენაზე“ გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება – თამაშის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოაგთავაზებთ.

17 ივლისი

მატჩი მე-7 ადგილისთვის | არგენტინა – ავსტრალია (18:00)

მატჩი მე-15 ადგილისთვის | აშშ – ურუგვაი (18:00)

მე-5 ადგილისთვის | შოტლანდია – უელსი (20:30)

მე-13 ადგილისთვის | იაპონია – ესპანეთი (20:30)

18 ივლისი

მე-3 ადგილისთვის | ახალი ზელანდია – ინგლისი (18:00)

მე-11 ადგილისთვის | საქართველო – ფიჯი (18:00)

მე-9 ადგილისთვის | იტალია – ირლანდია (20:30)

ფინალი | საფრანგეთი – სამხრეთ აფრიკა (20:30)

მსგავსი