რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეცხრე ადგილისთვის შოტლანდიას ეთამაშება #1TVSPORT
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეცხრე ადგილის პლეი ოფის ნახევარფინალში ესპანეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის ითამაშებს.
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მეტოქე ირლანდიისა და შოტლანდიის მატჩში გამოვლინდა, რომელიც შოტლანდიელებმა დაძაბულ ბრძოლაში 22:21 მოიგეს.
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების მატჩი 19 ივლისს გაიმართება და 22:30 საათზე დაიწყება.