რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ინგლისთან ტესტმატჩს გამართავს #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ინგლისთან ტესტმატჩს გამართავს #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადების ფარგლებში 14 ივნისს თბილისში ინგლისის ნაკრებთან ტესტმატჩს გამართავს – „ავჭალის“ სტადიონზე შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის მსოფლიო თასის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იტალიაში 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება, თამაშებს კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა უმასპინძლებენ.

საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან, ახალ ზელანდიასა და იტალიასთან ერთად C ჯგუფში მოხვდა.

უმცროსი „ბორჯღალოსნების“ თამაშების განრიგი:

29 ივნისი, კალვიზანო | საქართველო – ირლანდია

4 ივლისი ვიადანა | საქართველო – ახალი ზელანდია

9 ივლისი, კალვიზანო | საქართველო – იტალია

14 ივლისს ნახევარფინალები გაიმართება, ხოლო ფინალურ შეხვედრებს 19 ივლისს კალვიზანო და როვიგო უმასპინძლებენ.

20-წლამდელთა ჩემპიონატის A ჯგუფში – ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია, ხოლო B ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი მოხვდნენ.

2016 წლიდან მოყოლებული, საქართველო ტურნირის უცვლელი მონაწილეა. უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ საუკეთესო შედეგს 2023 წელს მიაღწიეს (მე-8 ადგილი), შარშან და 2018 წელს მე-9 ადგილი დაიკავეს, ხოლო 2016, 2017 და 2019 წლებში მეათე პოზიციაზე გავიდნენ.