რაგბი | საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა მსოფლიო თასზე პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა პირველი მატჩი ირლანდიასთან გამართა და 28:35 დამარცხდა.
ირლანდია – საქართველო 35:28
ირლანდია
ლელო: ფარელი (2), უოლკერი, რონანი, ჩ. მოლანი
გარდასახვა: ვუდი (2)
ჯარიმა: ვუდი (2)
საქართველო
ლელო: მარგველაშვილი, სპანდერაშვილი (2), ხელაძე
გარდასახვა: თაყაიშვილი (4)
ირლანდიელებმა პირველივე შეტევა ლელოთი დაასრულეს, რასაც ზუსტი საჯარიმოც მიამატეს და 8:0 დაწინაურდნენ.
საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა თამაში თანდათან გამოასწორეს და რამდენმე შეტევაც განახორციელეს, რომელთაგან ერთ-ერთი გაგი მარგველაშვილმა ლელოთი დაასრულა, თაყაიშვილმა კი ზუსტად გარდასახა და სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.
ტაიმის ბოლომდე გუნდებმა თითო ლელოც მიითვალეს, ირლანდიელებმა ორი ჯარიმაც გაიტანეს და ტაიმი 18:14 მოიგეს.
მეორე ტაიმი ირლანდიელთა უპირატესობით წარიმართა, მეტოქემ სამი ლელოს დადება მოახერხა და ბონუსქულა მოიპოვა, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ კი მეორე ტაიმში ორი ლელო დადეს, საბოლოოდ 28:35 დამარცხდნენ და ბონუსქულასთან ერთად (ოთხი ლელოს დადებისთვის), ე.წ. „ნუგეშის ქულაც“ (შვიდი და ნაკლები ქულით წაგებისთვის) მიითვალეს.
საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას 4 ივლისს ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამართავს – მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.