რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ინგლისის ნაკრებთან ტესტმატჩი გამართა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ინგლისის ნაკრებთან ტესტმატჩი გამართა #1TVSPORT

საქარველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამგზავრებამდე თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ბოლო ტესტმატჩი ინგლისი ნაკრებთან გამართა და 14:43 დამარცხდა.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ანგარიში მატჩის დასაწყისში დადებული ლელოთი გახსნეს, მაგრამ ინგლისელები პირველივე ტაიმში დაეუფლნენ უპირატესობას, ორი ლელო დადეს და ტაიმი 14:7 მოიგეს.

მეორე ტაიმმაც სტუმრების უპირატესობით ჩაიარა და საბოლოოდ შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით იტალია უმასპინძლებს. თამაშები ოთხ ქალაქში (კალვიზანო, როვიგო, ვერონა და ვიადანა) გაიმართება.

საქართველო C ჯგუფში ირლანდიის, ახალი ზელანდიისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.

თამაშების განრიგი:

29 ივნისი, კალვიზანო | საქართველო – ირლანდია;

4 ივლისი, ვიადანა | საქართველო – ახალი ზელანდია;

9 ივლისი, კალვიზანო | იტალია – საქართველო.

ნახევარფინალური თამაში 14 ივლისს – ვერონაში ან ვიადანაში, ხოლო ფინალური თამაშები 19 ივლისს კალვიზანოსა და როვიგოში გაიმართება.

A ჯგუფში – ინგლისი, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა და შოტლანდია, ხოლო B ჯგუფში საფრანგეთი, არგენტინა, უელსი და ესპანეთი ითამაშებენ.