რაგბი | საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საერთაშორისო სერიის მეორე მატჩში ჩილე დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის მეორე შეხვედრა ჩილეს ნაკრებთან გამართა და მეტოქე 59:26 დაამარცხა.
საქართველო – ჩილე 59:26
ლელო: ღარიბაშვილი, ზვიადაძე, ნარსია (2), ეზეიშვილი, ყოლბაია, ნატროშვილი, აღნიაშვილი, დევდარიანი.
გარდასახვა: მახარაძე, წიკლაური (4), უშვერიძე (2).
პირველ ტაიმში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ სამხრეთამერიკელებს შვიდი ლელო დაუდეს (აქედან ხუთი გარდასახეს) და 45:0 მოიგეს.
მატჩის მეორე ნახევარში, საქართველოს ნაკრების ცუდი თამაშის ფონზე, ჩილელებმა ოთხი ლელოს დადება მოახერხეს და სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მატჩის ბოლოს უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ორჯერ შეძლეს მეტოქის დალელოვება (გიორგი აღნიაშვილი, დემეტრე დევდარიანი) და საბოლოოდ ტურნირზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს.
საერთაშორისო სერიის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 მაისს მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან გამართავს – მატჩი 16:30 საათზე დაიწყება.