რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერია ინგლისთან მატჩით გახსნა #1TVSPORT

17:58, 07.08.2026

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 2026 წლის სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის პირველი მატჩი ინგლისთან გამართა. გიორგი ნემსაძის შეგირდები დურბანის უმაღლესი სკოლის მოედანზე 33:66 დამარცხდნენ.

ამ სერიაში ქართველები კიდევ ორ შეხვედრას გამართავენ. 11 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის (ა) ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო 15 აგვისტოს – ირლანდიელ თანატოლებს.

 

18-წლამდელთა საერთაშორისო სერია

11 აგვისტო. ბოლანდ ლანდბოუ

13:30 სამხრეთ აფრიკა (ა) – საქართველო

15:30 ინგლისი – საფრანგეთი

17:30 სამხრეთ აფრიკა – ირლანდია

 

15 აგვისტო. სტელენბერგის უმაღლესი სკოლა

13:30 სამხრეთ აფრიკა (ა) – საფრანგეთი

15:30 ირლანდია – საქართველო

17:30 სამხრეთ აფრიკა – ინგლისი

მსგავსი