რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო სერიის მეორე მატჩი სამხრეთ აფრიკის A ნაკრებთან გამართა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთაშორისო სერიის მეორე მატჩი მასპინძელთა ნაკრებთან გამართა და 19:57 დამარცხდა.
ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს სამი ლელო დაუდეს (გოჩა ფიცხელაური, გაბრიელ რაზმაძე, გიორგი ბერძენიშვილი), საპასუხოდ კი 9 ლელო მიიღეს.
საერთაშორისო სერიის პირველ მატჩში უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ინგლისი 35:31 დაამარცხეს, დასკვნით შეხვედრას კი 16 აგვისტოს, 13:30 საათზე ირლანდიის 18-წლამდელებთან ჩაატარებენ.