რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო სერიის დასკვნით მატჩში ირლანდიასთან ფრედ ითამაშა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე საერთშორისო სერიის მესამე მატჩი ირლანდიასთნ გამართა და ფრედ, 13:13 ითამაშა.
მატჩის პირველ ნახევარში ირლანდიელებმა ორი ლელო დადეს და ტაიმი 10:0 მოიგეს.
მეორე ნახევარი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ უკეთ ჩაატარეს. ქართველებმა ერთი გარდასახული ლელო (ახვლედიანი) დადეს და ორი ჯარიმა გაიტანეს, რასაც ირლანდიელებმა ერთი ზუსტი ჯარიმით უპასუხეს და საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 13:13 დასრულდა.
ამრიგად, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა საერთაშორისო სერიაში ერთი მატჩი მოიგო (ინგლისთან), ერთი წააგო (სამხრეთ აფრიკა) და ერთიც ფრედ ითამაშა.