რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც ევროპის ექვსგზის ჩემპიონი საქართველოს ნაკრები ტიტულის დაცვას შეეცდება.

ქართველმა მორაგბეებმა პირველი მატჩი პოლონელ თანატოლებთან გამართეს, მეტოქე იოლად 64:7 დაამარცხეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 10 ლელო დადეს, თავი ლუკა ჭაკუამ (2), ლუკა ტაბატაძემ (2), გიორგი ზაზაძემ (2), ნიკოლოზ ჩხორთოლიამ, ავთანდილ ზვიადაძემ, გოჩა ფიცხელაურმა და საბა გიორგიძემ გამოიჩინეს, გარდასახვები კი ჭაკუამ (5) და მათე მახარაძემ (2) შეასრულეს.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 18 ნოემბერს გამართვს, ნახევარფინალში მათი მეტოქე მოგვიანებით ჩეხეთისა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში გაირკვევა.