რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი რაგბიში 18-წლამდე მორაგბეთა შორის. ფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს შეხვდა, 11:16 დამარცხდა და ტიტულის დაცვა ვერ მოახერხა.
საქართველო – ესპანეთი 11:16
საქართველო
ლელო: წიკლაური
გარდასახვა:
ჯარიმა: ბუცხრიკიძე, გაბუნია
ესპანეთი
ლელო: ვინუესა გარსია
გარდასახვა: ტეხერინა
ჯარიმა: ვინუესა გარსია (2), ტეხერინა
ანგარიში ესპანელებმა თამაშის დასაწყისში საჯარიმო დარტყმით გახსნეს. საქართველოს ნაკრებმა დაწინაურება მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს, ე.წ. გაწითლებულ დროში მოახერხა – ლელო ლუკა წიკლაურმა დადო და პირველი ნახევარი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 5:3 მოიგეს.
მეორე ტაიმის საქართველოს ნაკრებმა თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხა, ესპანელებმა კი ორი ჯარიმა გაიტანეს, ერთი გარდასახული ლელოც დადეს და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დამსახურებულად დაეუფლნენ.