რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT

საფრანგეთის ქალაქ ვიშში მიმდინარე რაგბის ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა პირველი მატჩი მასპინძელ საფრანგეთის ნაკრებთან გამართა და 22:49 დამარცხდა.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, მათ შვიდი ლელოს დადება მოახერხეს, საპასუხოდ, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ სამი ლელოს დადეს და ერთი ჯარიმა გაიტანეს. ლელოები იაგო ღუდუშაურმა, ლუკა შელიამ და საბა გოგრიჭიანმა მიითვალეს, ლუკა ჭაკუამ კი ორი ზუსტი გარდასახვა და ერთი ჯარიმა შეასრულა.

ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები კიდევ 2 მატჩს გამართავს – 7 აპრილს ინგლისთან, 11 აპრილს კი – შოტლანდიასთან.