რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ ვიშში მიმდინარე ექვსი ერის ფესტივალზე მესამე მატჩი შოტლანდიის ნაკრებთან გამართა და 19:33 დამარცხდა.
უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ მატჩი კარგად დაიწყეს და სწრაფად დაწინაურდნენ – სანდრო გამყრელიძის ლელო ლუკა ჭაკუამ ზუსტად გარდასახა – 7:0.
საპასუხოდ შოტლანდიელებმა ოთხი ლელოს დადება მოახერხეს (სამი გარდასახეს) და პირველი ტაიმი მათი გამარჯვებით დასრულდა – 26:7.
მეორე ტაიმში ალექსანდრე მამაიაშვილისა და საბა გოგრიჭიანის მიერ დადებული ლელოებით საქართველოს ნაკრებმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ მატჩის ბოლომდე კიდევ ერთი ლელო მიიღო და საბოლოოდ 14-ქულიანი სხვაობით დამარცხდა.
ფოტო საქართველოს რაგბის კავშირის გვერდიდან