რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ექვსი ერის ფესტივალისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთში გასამართი ექვსი ერის ფესტივალისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე მზადება 34-კაციანი შემადგენლობით დაიწყო.
ისევე როგორც შარშან, ფესტივალი ამჯერადაც საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ვიშში გაიმართება. საქართველოს ნაკრების გარდა, მასში მონაწილეობას საფრანგეთის, ინგლისის, შოტლანდიის, ირლანდიის, უელსის, იტალიისა და ესპანეთის 18-წლამდელთა ნაკრებები მიიღებენ
ცნობილია უმცროსი „ბორჯღალოსნების“ თამაშების განრიგი. საქართველოს ნაკრები 3 აპრილს მასპინძელ საფრანგეთს შეხვდება, 7-ში – ინგლისს, ხოლო 11 აპრილს შოტლანდიას დაუპირისპირდება.
წლევანდელ ფესტივალზე საქართველოს ნაკრები განახლებული სამწვრთნელო შტაბით მიდის. გუნდის მთავარ მწვრთნელად ვეტერანი „ბორჯღალოსანი“ გიორგი ნემსაძე დაინიშნა, მას შალვა მამუკაშვილი (აუტის მწვრთნელი), ირაკლი ყიასაშვილი (შეტევის მწვრთნელი), შერკინების მწვრთნელი მიხეილ სუჯაშვილი და დაცვის მწვრთნელი პაატა მაისურაძე ეხმარებიან.
საქართველოს 18-წლამდე ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
საბა მერაბიშვილი („ლელო“), ლუკა ბარბაქაძე („ხვამლი“), ნიკოლოზ კახელი („ლოკომოტივი“), სანდრო გამყრელიძე („აკადემია“), ნიკოლოზ ჭეფხოძე („რაშები“), საბა გოგრიჭიანი („ლოკომოტივი“), იაგო ღუდუშაური („ლოკომოტივი“), გიორგი ბერძენიშვილი („ტულონი“), გეგა გიორგობიანი („ლელო“), საბა ჯინჭველაშვილი („აია“), ნიკოლოზ დათუნაშვილი („ლელო“), ნიკოლოზ ფანცულაია („არმია“), ნიკოლოზ ხარებავა („ლოკომოტივი“), გიორგი ქევანიშვილი („აია“), მათე ბერუაშვილი („ლოკომოტივი“), ნიკა ჯანგულაშვილი („არმია“), გიორგი ბიზიკაშვილი („ხვამლი“), გიორგი სუთიაშვილი („ლელო“), ლუკა მგალობლიშვილი („არმაზი“), ნიკოლოზ გვრიტიშვილი („ლელო“), ალექსანდრე გაგუა („ხვამლი“), გიორგი ხონელიძე („ტულონი“), მათე მახარაძე („ხვამლი“), ნიკა ლიპარტელიანი („აია“), გოგა ბერიძე („ბათუმი“), მიხეილ მგალობლიშვილი („ხვამლი“), ალექსანდრე მამაიაშვილი („ლელო“), ბასილი მიქუტაძე („ყოჩები“), ბართლომე ხამაშურიძე („აია“), გიორგი ლაგვილავა („ლელო“), ლუკა მუშკუდიანი („აია“), რეზო ცხვედიანი („ხვამლი“), გიორგი კუპრეიშვილი („ფოთი“), ლუკა ჭაკუა („ლელო“).