რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ინგლისთან მატჩისთვის ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ინგლისთან მატჩისთვის ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები 8 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის პირველ მატჩს ინგლისის ნაკრებთან გამართავს – შეხვედრა საქართველოს დროით 15:30 საათზე დაიწყება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ ამონაშვილმა ამ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის მატჩებში გუნდებს 12-12 მოთამაშის შეცვლის უფლება აქვთ. მწვრთნელებს შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, უკვე შეცვლილი მოთამაშე მოედანზე კვლავ დააბრუნონ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ინგლისთან:

ხაზი: 15. დავით არობელიძე („არმია“), 14. ივა კვირიაშვილი („ლელო“), 13. დათა ახვლედიანი („ლელო“), 12. დემეტრე დევდარიანი („ლელო“, კაპ.), 11. ლუკა ტაბატაძე („არმია“), 10. ლევან ბუცხრიკიძე („ლელო“), 9. გოგა უშვერიძე („აია“).

შერკინება: 1. საბა მშვილდაძე („აია“), 2. ლუკა წიკლაური („ხვამლი“), 3. გიორგი ბერძენიშვილი („ლელო“), 4. ანდრია ბილანიშვილი („ლელო“), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“, საფრანგეთი), 6. გიორგი ზაზაძე („ხარები“), 7. იოსებ ღვინჯილია („ლელო“), 8. გიორგი არძენაძე („ბათუმი“).

მარქაფა: 16. გოჩა ფიცხელაური („ლელო“), 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე („ოიონა“, საფრანგეთი), 18. გაბრიელ რაზმაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), 19. ლუკა შულაია („ლელო“), 20. ზაზა ლეჟავა („აია“); 21. ნიკოლოზ ხაფავა („ყოჩები“), 22. მათე მახარაძე („ბათუმი“), 23. გოგა ბერიძე („ბათუმი“), 24. ტატო ტალახაძე („ლელო“), 25. გიორგი მუშკუდიანი („აია“), 26. მათე ბერუაშვილი („ლოკომოტივი“).

აღნიშნულ ტურნეში საქართველო 12 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის A ნაკრებს ეთამაშება, 16 აგვისტოს კი – ირლანდიას.