რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ინგლისთან მატჩისთვის ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გასამართი საერთაშორისო სერიის ფარგლებში პირველ შეხვედრას 7 აგვისტოს ინგლისელ თანატოლებთან გამართავს – თამაში თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.
უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა (მთავრი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე) ამ მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა. რადგან საერთაშორისო სერიის შეხვედრები გუნდის განვითარებას ემსახურება, სამხრეთ აფრიკაში მყოფი ყველა მორაგბე სამატჩო განაცხადშია და ინგლისელთა წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა ყველას ექნება.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ინგლისს სამხრეთ აფრიკაში მესამედ შეხვდება. 2024 წელს მეტოქემ დაძაბულ ბრძოლაში ერთი გარდასახული ლელოთი, 27:20 იმარჯვა, შარშან საქართველომ 35:31 მოიგო, წელს კი ექვსი ერის ფესტივალზე კვლავ ინგლისელებმა იმარჯვეს – 35:31.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ალექსანდრე მამაიაშვილი, 13. დავით ახვლედიანი, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. რეზი ცხვედიანი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;
შერკინება: 1. საბა მერებაშვილი, 2. ალექსანდრე გამყრელიძე, 3. გიორგი ბერძენიშვილი, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. ნიკოლოზ ხარებავა, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. მათე ბერუაშვილი (კაპ.), 8. ლუკა შულაია.
სათადარიგოები: 16. საბა გოგრიჭიანი, 17. ლუკა ბარბაქაძე, 18. იაგო ღუდუშაური, 19. საბა გიორგიძე, 20. ნიკა ჯანგულაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ნიკოლოზ ჩაჩანიძე, 23. გოგა ბერიძე; 24. ბართლომე ხამაშურიძე, 25. ლუკა მუშკუდიანი, 26. გიორგი სუთიაშვილი.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
11 აგვისტო
სამხრეთ აფრიკა A – საქართველო (13:30)
15 აგვისტო
ირლანდია – საქართველო (15:30)