რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ჩეხეთში 15-22 ნოემბერს გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, მათგან 14 – შერკინების, 12 კი ხაზის მოთამაშეა.
26 მორაგბიდან თერთმეტი 2008 წელსაა დაბადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გაისადაც შეძლებენ 18-წლამდელთა ნაკრებში თამაშს. შემადგენლობაში ორი ლეგიონერია – გიორგი ბერძენიშვილი („ტულონი“, საფრანგეთი) და ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“, საფრანგეთი), რომელიც ჩეხეთში გუნდის კაპიტანი იქნება.
საქართელოს ნაკრები ჩეხეთში 14 ნოემბერს გაემგზავრება, 15-ში კი პირველ თამაშს პოლონეთის ნაკრებთან გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო 18 ნოემბერს ნახევარფინალში ჩეხეთსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს ეთამაშება, ხოლო ფინალი 22 ნოემბერსაა ჩანიშნული.
საქართველოს 18-წლამდელთა შემადგენლობა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე:
შერკინება: ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“, საფრანგეთი, კაპ.), საბა მშვილდაძე, გიორგი ქევანიშვილი (ორივე – „აია“), ლუკა წიკლაური, ლუკა ბარბაქაძე (ორივე -„ხვამლი“), გოჩა ფიცხელაური („ყაზბეგი“), გიორგი ბერძენიშვილი („ტულონი“, საფრანგეთი), მათე ბერუაშვილი, იაგო ღუდუშაური (ორივე – „ლოკომოტივი“), ანდრია ბილანიშვილი, საბა გიორგიძე, ლუკა შულაია (სამივე – „ლელო“), გიორგი ზაზაძე („ხარები“), გიორგი არძენაძე („ფოთი“);
ხაზი: გოგა უშვერიძე, გიორგი მუშკუდიანი, ავთანდილ ზვიადაძე (სამივე – „აია“), ალექსანდრე გაგუა („ხვამლი“), ლევან ბუცხრიკიძე, გიორგი გაბუნია, ლუკა ჭაკუა, დათა ახვლედიანი (ყველა – „ლელო“), მათე მახარაძე („ბათუმი“), გიორგი კეკელია („ლოკომოტივი“), ლუკა ტაბატაძე, დავით არობელიძე (ორივე – „არმია“).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი.
მწვრთნელები: გიორგი ნემსაძე, პაატა მაისურაძე, მიხეილ სუჯაშვილი.