რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად გიორგი ნემსაძე დაინიშნა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. ამ თანამდებობაზე გიორგი ნესაძე იმუშავებს, რომელიც მოვალეობის შესრულებას 2026 წლის პირველი იანვრიდან ოფიციალურად შეუდგება.
გიორგი ნემსაძემ რაგბის თამაში ქუთაისის „აიაში“ დაიწყო, შემდეგ კი კარიერა საფრანგეთში გააგრძელა, სადაც წლების განავლობაში „დომინოს“, „მასის“, „მონტობანის“, „აჟენისა“ და „ტარბის“ ღირსებას იცავდა.
ნემსაძემ სამწვრთნელო კარიერა „აიაში“ მწვრთნელის ასისტენტად დაიწყო, პარალელურად ქუთაისური კლუბის ჭაბუკთა გუნდებს ავარჯიშებდა, ბოლოს კი „აიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავდებდა.
2025 წლიდან 18-წლამდელთა ნაკრებში შერკინების მწვრთნელი იყო, 2026 წლიდან კი მთავარი მწვრთნელი იქნება.
„საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა საინტერესო, საამაყო და საპასუხისმგებლო საქმეა.
მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური დებიუტი გაზაფხულზე, ექვსი ერის ფესტივალზე მექნება. მთავარი მიზანია ახალგაზრდა მორაგბეების განვითარებას სწორი მიმართულება მივცეთ და 20-წლამდელთა და ეროვნულ ნაკრებებს ხარისხიანი მოთამაშეები აღვუზარდოთ“, – განაცხადა გიორგი ნემსაძემ.