რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში სამ ტესტმატჩს ჩაატარებს #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და საერთაშორისო სერიის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც საქართველოს გარდა სამხრეთ აფრიკის ორი ნაკრები, ასევე ინგლისი, საფრანგეთი და ირლანდია ითამაშებენ.
შეხვედრები ორ ქალაქში გაიმართება. ტურნირი 12 აგვისტოს, თბილისის დროით 13:30 საათზე ქეიფთაუნში უმცროსი „ბორჯღალოსნებისა“ და სამხრეთ აფრიკის A ნაკრების თამაშით გაიხსნება.
ქეიფთაუნიდან გუნდები პაარლიში გადაინაცვლებენ და საქართველო სამხრეთ აფრიკის A ნაკრებს 16 აგვისტოს უკვე გიმნაზიის მოედანზე დაუპირისპირდება – შეხვედრა 15:30 საათზე დაიწყება.
სერიის ბოლო მატჩს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 20 აგვისტოს, 17:30 საათზე პაარლის საშუალო სკოლის მოედანზე, საფრანგეთის ნაკრებთან ჩაატარებენ.
18-წლამდელების საერთაშორისო სერიის განრიგი:
12 აგვისტო. ორშაბათი. ქეიფთაუნი.
13:30 | სამხრეთ აფრიკა A – საქართველო
15:30 | ინგლისი – ირლანდია
17:30 | სამხრეთ აფრიკა – საფრანგეთი
16 აგვისტო. პარასკევი. პაარლის გიმნაზია
13:30 | ინგლისი – საფრანგეთი
15:30 | საქართველო – სამხრეთ აფრიკა A
17:30 | სამხრეთ აფრიკა – ირლანდია
20 აგვისტო. სამშაბათი. პაარლის საშუალო სკოლა
13:30 | ირლანდია – სამხრეთ აფრიკა A
15:30 | სამხრეთ აფრიკა – ინგლისი
17:30 | საფრანგეთი – საქართველო