რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო სერიის სამ მატჩს გამართავს #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება და საერთაშორისო სერიის ფარგლებში ტიერ 1-ის გუნდებთან სამ თამაშს გამართავს. ტურნირში ექვსი გუნდი მონაწილეობს: საქართველო, სამხრეთ აფრიკა (ორი გუნდით), საფრანგეთი, ინგლისი და ირლანდია.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ პირველ მატჩს 7 აგვისტოს, 15:30 საათზე ინგლისთან გამართავენ, 11 აგვისტოს სამხრეთ აფრიკას შეხვდებიან (13:30), ხოლო 15 აგვისტოს ირლანდიას (15:30) დაუპირისპირდებიან.
მომავალი შეხვედრებისთვის ნაკრების 38-კაციანი შემადგენლობა, მთავარი მწვრთნელის, გიორგი ნემსაძის ხელმძღვანელობით, მარტყოფის ბაზაზე ემზადება. 25 ივლისს ორმხრივი მატჩი გაიმართება, რომლის შემდეგაც მწვრთნელები ტურნირისთვის საბოლოო, 26-კაციან შემადგენლობას დაასახელებენ.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
ლუკა ბარბაქაძე („ხვამლი“), საბა მერაბიშვილი („ლელო“), გაგა სუჯაშვილი („ლელო“), სანდრო გამყრელიძე („არმია“), საბა გოგრიჭიანი („ლოკომოტივი“), საბა ჯიბღაშვილი („ლელო“), საბა მაჭარაშვილი („ლელო“), გიორგი ბერძენიშვილი („ტულონი“), გეგა გიორგობიანი („ლელო“), იაგო ღუდუშაური („ლოკომოტივი“), ნიკოლოზ ხარებავა („ლოკომოტივი“), ნიკოლოზ ფანცულაია („არმია“), საბა გიორგიძე („მონპელიე“), გიორგი ქევანიშვილი („აია“), ნიკა ჯანგულაშვილი („არმია“), მათე ბერუაშვილი („ლოკომოტივი“), ლუკა მგალობლიშვილი („არმაზი“), ლუკა შულაია („ბაიონი“), ნიკოლოზ დათუნაშვილი („ლელო“), გიორგი სუთიაშვილი („ლელო“), ალექსანდრე გაგუა („ხვამლი“), ნიკოლოზ გვრიტიშვილი („ლელო“), ნიკალა ხაფავა („ყოჩები“), ნიკოლოზ ჩაჩანიძე („აკადემია“), ნიკა ლიპარტელიანი („აია“), გიორგი ლაგვილავა („ლელო“), გიორგი ბურდული („ხვამლი“), მიხეილ მგალობლიშვილი („ხვამლი“), გოგა ბერიძე („ბათუმი“), ალექსანდრე მამაიაშვილი („ლელო“), ბასილი მიქუჭაძე („ყოჩები“), საბა ჭინჭარაული („ლელო“), დათა ახვლედიანი („არმია“), ლუკა მუშკუდიანი („აია“), ბართლომე ხამაშურიძე („აია“), ოთარ ტალახაძე („ლელო“), რეზი ცხვედიანი („ხვამლი“), ლუკა ჭაკუა („ლელო“).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე;
მწვრთნელები: პაატა მაისურაძე, ირაკლი ყიასაშვილი, შალვა მამუკაშვილი.