რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ნოემბერში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ნოემბერში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 15-22 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს და ტიტულის მოპოვებას ზედიზედ მეშვიდედ შეეცდება.

ტურნირი პლეი ოფის სისტემით იმართება. უმცროსი „ბორჯღალოსნები“ 1/4-ფინალურ შეხვედრას 15 ნოემბერს პოლონეთთან გამართავენ, რომელიც ტურნირზე შესარჩევი ეტაპის დაძლევის შემდეგ მოხვდა, სადაც რუმინეთი და შვეიცარია დაამარცხა.

სხვა მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

ესპანეთი – ბელგია

ნიდერლანდები – გერმანია

ჩეხეთი – პორტუგალია.

პოლონეთის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში, ნახევარფინალში  საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებული იქნება – თამაში 18 ნოემბერს გაიმართება, ფინალი კი 22 ნოემბერსაა ჩანიშნული.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ბოლო ცხრა ევროპის ჩემპიონატის ფინალისტია, საიდანაც პირველი სამი ფინალი საფრანგეთთან დათმო, მეოთხე ჯერზე კი მათ გადამწყვეტ მატჩში სძლია და მას შემდეგ ტიტულს ზედიზედ ექვსჯერ დაეუფლა.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ წელს ორ საერთაშორისო ტურნირზე ითამაშეს – გაზაფხულზე ექვსი ერის ფესტივალზე, ხოლო ზაფხულში სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაში.