რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ტიტულის დაცვას პოლონეთთან მატჩით იწყებს - მწვრთნელებმა შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT
15 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 18-წლამდე მორაგბეთა შორის ევროპის ჩემპიონატი იწყება. ევროპის ექვსგზის ჩემპიონი საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ტურნირზე ტიტულის დაცვას შეეცდება.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ პირველ მატჩს 15 ნოემბერს, 13:00 საათზე პოლონეთის გუნდთან გამართავენ. ამ შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ ამონაშვილმა შემადგენლობა დაასახელა. 18-წლამდელთა ტურნირების ფორმატიდან გამომდინარე, სამატჩო განაცხადში 26-ივე მოთამაშე იქნება.
სასტარტო შემადგენლობაში დებიუტანტები არიან ბურჯი ლუკა ბარბაქაძე და მესამეხაზელი გიორგი ქევანიშვილი. ორი დებიუტანტია სათადარიგოთა შორისაც – იაგო ღუდუშაური და ალექსანდრე გაგუა.
გამარჯვებული გუნდი ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს, სადაც მისი მეტოქე მასპინძელ ჩეხეთსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებული იქნება. ნახევარფინალი 18 ნოემბერს გაიმართება, ფინალი კი 22 ნოემბერსაა ჩანიშნული.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. დავით არობელიძე („არმია“), 14. ავთანდილ ზვიადაძე („აია“), 13. დათა ახვლედიანი („ლელო“), 12. ლევან ბუცხრიკიძე („ლელო“), 11. ლუკა ტაბატაძე („არმია“), 10. გიორგი გაბუნია („ლელო“), 9. გოგა უშვერიძე („აია“);
შერკინება: 1. ლუკა ბარბაქაძე („ხვამლი“), 2. ლუკა წიკლაური („ხვამლი“), 3. გიორგი ბერძენიშვილი („ტულონი“, საფრანგეთი), 4. ანდრია ბილანიშვილი („ლელო“), 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია („მონპელიე“, საფრანგეთი, კაპ.), 6. გიორგი ზაზაძე („ხარები“), 7. გიორგი ქევანიშვილი („აია“), 8. მათე ბერუაშვილი („ლოკომოტივი“).
სათადარიგოები: 16. გოჩა ფიცხელაური („ყაზბეგი“), 17. საბა მშვილდაძე („აია“), 18. იაგო ღუდუშაური („ლოკომოტივი“), 19. საბა გიორგიძე („ლელო“), 20. ლუკა შულაია („ლელო“); 21. ალექსანდრე გაგუა („ხვამლი“), 22. მათე მახარაძე („ბათუმი“), 23. გიორგი კეკელია („ლოკომოტივი“), 24. გიორგი მუშკუდიანი („აია“), 25. ლუკა ჭაკუა („ლელო“), 26. გიორგი არძენაძე („ფოთი“).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ამონაშვილი
სხვა მეოთხედფინალური წყვილები ასეთია:
ესპანეთი – ბელგია
ნიდერლანდები – გერმანია
ჩეხეთი – პორტუგალია