რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები 35-კაციანი გაფართოებული შემადგენლობით (საიდანაც საბოლოოდ 26 შეირჩევა) მარტყოფის სარაგბო ბაზაზე ევროპის ჩემპიოინატისთვის ემზადება, რომელიც 15-22 ნოემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართება.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოპოვებას ზედიზედ მეშვიდედ შეეცდებიან.
ქართველო მორაგბეები 15 ნოემბერს მეოთხედფინალში პოლონეთის ნაკრებს ეთამაშებიან. სხვა მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება: ესპანეთი – ბელგია, ნიდერლანდები – გერმანია, ჩეხეთი – პორტუგალია.
პოლონეთთან მოგების შემთხვევაში, ნახევარფინალში საქართველოს მეტოქე ჩეხეთსა და პორტუგალიას შორის გამარჯვებული იქნება – ნახევარფინალური მატჩი 18 ნოემბერს გაიმართება, ფინალი კი 22 ნოემბერსაა ჩანიშნული.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
საბა მშვილდაძე, ალექსანდრე კახიშვილი, ლუკა ბარბაქაძე, ალექსანდრე გამყრელიძე, გოჩა ფიცხელაური, ლუკა წიკლაური, იაგო ღუდუშაური, გეგა გიორგობიანი, ანდრია ბილანიშვილი, ნიკოლოზ ჩხორთოლია, ოთარ ელიაშვილი, საბა გიორგიძე, ლუკა შულაია, იოსებ ღვინჯილია, მათე ბერუაშვილი, ნიკოლოზ ფანცულაია, გიორგი ქევანიშვილი, გიორგი ზაზაძე, გიორგი არძენაძე, გოგა უშვერიძე, ალექსანდრე გაგუა, ლევან ბუცხრიკიძე, მათე მახარაძე, გიორგი გაბუნია, დათა ახვლედიანი, ლუკა ჯიქიძე, გიორგი კეკელია, ლუკა ტაბატაძე, ბართლომე ხამაშურიძე, ნიკოლოზ ლაგვილავა, გიორგი მუშკუდიანი, ავთანდილ ზვიადაძე, ანდრია კუნჭულია, დავით არობელიძე, ლუკა ჭაკუა.