რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე საფრანგეთში გაემგზავრა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე საფრანგეთში გაემგზავრა #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები 31 მარტს საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ექვსი ერის ფესტივალში ზედიზედ მესამედ მიიღებს მონაწილეობას და სამ თამაშს გამართავს. საქართველოს გარდა, მასში მონაწილეობას საფრანგეთის, ინგლისის, შოტლანდიის, ირლანდიის, უელსის, იტალიისა და ესპანეთის 18-წლამდელთა ნაკრებები მიიღებენ.

უმცროსმა „ბორჯღლოსნებმა“ ტურნირისთვის დასკვნითი შეკრება „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე გაიარეს. სამწვრთნელო შტაბმა ფესტივალისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელთაგან 14 მორკნალი და 12 ხაზის მოთამაშეა.

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები საფრანგეთში პირველ მატჩს 3 აპრილს მასპინძელ ნაკრებთან გამართავს, 7-ში ინგლისს ეთამაშება, ხოლო 11 აპრილს – შოტლანდიას.

საქართელოს ნაკრების შემადგენლობა ექვსი ერის ფესტივალზე:

შერკინება: საბა მერაბიშვილი („ლელო“), სანდრო გამყრელიძე („აკადემია“), საბა გოგრიჭიანი („ლოკომოტივი“), იაგო ღუდუშაური („ლოკომოტივი“), გიორგი ბერძენიშვილი („ტულონი“), გეგა გიორგობიანი („ლელო“), საბა ჯინჭველაშვილი („აია“), ნიკოლოზ ფანცულაია („არმია“), გიორგი ქევანიშვილი („აია“), მათე ბერუაშვილი („ლოკომოტივი“), ნიკა ჯანგულაშვილი („არმია“), გიორგი სუთიაშვილი („ლელო“), ლუკა შულაია („ლელო“), ლუკა მგალობლიშვილი („არმაზი“);

ხაზი: ალექსანდრე გაგუა („ხვამლი“), გიორგი ხონელიძე („ტულონი“), მათე მახარაძე („ხვამლი“), ატო ლიპარტელიანი („აია“), გოგა ბერიძე („ბათუმი“), მიხეილ მგალობლიშვილი („ხვამლი“), ალექსანდრე მამაიაშვილი („ლელო“), ბართლომე ხამაშურიძე („აია“), ნიკოლოზ ლაგვილავა („ლელო“), რეზო ცხვედიანი („ხვამლი“), გიორგი კუპრეიშვილი („ფოთი“), ლუკა ჭაკუა („ლელო“).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე.

მწვრთნელები: მიხეილ სუჯაშვილი, პაატა მაისურაძე, ირაკლი ყიასაშვილი, შალვა მამუკაშვილი.

ტურნირის სრული კალენდარი:

3 აპრილი

იტალია – ესპანეთი

შოტლანდია – უელსი

ინგლისი – ირლანდია

საფრანგეთი – საქართველო (22:30, თბილისის დროით)

7 აპრილი

იტალია – შოტლანდია

საქართველო – ინგლისი (17:15)

უელსი – საფრანგეთი

ესპანეთი – ირლანდია

11 აპრილი

შოტლანდია – საქართველო (15:00)

ესპანეთი – უელსი

ინგლისი – იტალია

საფრანგეთი – ირლანდია