რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე პირველ მატჩს საფრანგეთთან ჩაატარებს - სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე პირველ მატჩს საფრანგეთთან ჩაატარებს - სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში იმყოფება, სადაც ექვსი ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას და 3 აპრილს პირველ მატჩს მასპინძელ 18-წლამდელთა ნაკრებთან გამართვს – საფრანგეთის ქალაქ ვიშში შეხვედრა საქართველოს დროით 20:30 საათზე დაიწყება.

უმცროსი „ბორჯღლოსნები“ ექვსი ერის ფესტივალზე ზედიზედ მესამედ თამაშობენ. ამ ტურნირზე ქართველი მორაგბეები საფრანგეთის 18-წლამდელთა გუნდს 2024 წელს შეხვდნენ და 20:19 მოუგეს.

საფრანგეთთან მატჩში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ექნება გიორგი ნემსაძეს. მან და მისმა სამწვრთნელო შტაბმა მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელეს. ფესტივალზე შეცვლები შეზღუდული არ არის და, შესაბამისად, თამაშის შესაძლებლობა ყველა მორაგბეს ექნება.

საქართველოს 18-წლამდლეთა ნაკრების შემადგენლობა საფრანგეთთან მატჩისთვის:

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ნიკოლოზ ლაგვილავა, 13. გოგა ბერიძე, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. ალექსანდრე მამაიაშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;

შერკინება: 1. გიორგი ბერძენიშვილი, 2. სანდრო გამყრელიძე, 3. იაგო ღუდუშაური, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. საბა ჯინჭველაშვილი, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. მათე ბერუაშვილი, 8. ლუკა მგალობლიშვილი.

სათადარიგოები: 16. საბა გოგრიჭიანი, 17. საბა მერაბიშვილი, 18. გეგა გიორგობიანი, 19. გიორგი სუთიაშვილი, 20. ნიკა ჯანგულაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ატო ლიპარტელიანი, 23. რეზო ცხვედიანი, 24. გიორგი კუპრეიშვილი, 25. ბართლომე ხამაშურიძე, 26. ლუკა შულაია.

ექვსი ერის ფესტივალზე საქართველოს ნაკრები 7 აპრილს – ინგლისს, ხოლო 11-ში შოტლანდიას დაუპირისპირდება.